1739342153
გიორგი ვოლსკი USAID-ზე: სასარგებლო პროექტები როგორ არ ხორციელდება და არამარტო საქართველიში! მაგრამ ეს, მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებენ
![გიორგი ვოლსკი გიორგი ვოლსკი](https://primetime.ge/uploads/files/2023/09/19/65175/giorgi-volski_w_h.jpeg)
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში USAID-ის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს აქვეყნებს.
როგორც გიორგი ვოლსკი წერს, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41 მილიონზე მეტი აშშ დოლარი გამოყო. პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, პროექტების ფორმულირებები ბუნდოვანია და სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებს.