1739342153
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას უყრის კენჭს
![ევროპარლამენტი ევროპარლამენტი](https://primetime.ge/uploads/files/2022/02/17/4111/evroparlamenti_w_h.jpeg)
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დღეს კიდევ ერთ რეზოლუციას უყრის კენჭს. შეჯერებული ვერსიის პროექტში საუბარია ახალ არჩევნებზე, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაზე, ასევე, გარკვეული პირების - მთავრობის წევრების, მოსამართლეებისა და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების სანქცირებაზე. მოთხოვნათა ჩამონათვალშია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც.
ევროპარლამენტში დარეგისტრირებულია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუციაც, რომლის წარდგინების ავტორიც ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი, გერმანული პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვისაა." წარდგინებაში წერია, რომ გმობენ საპარლამენტო არჩევნების არაღიარების ინიციატივას და საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ამავე დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ზეწოლა საქართველოზე, მათ შორის, სანქციებით მუქარა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერება, წარმოადგენს გაუმართლებელ სადამსჯელო მიდგომას, რომელიც რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაშორებას იწვევს.