დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„გიგა არის პრინციპების ადამიანი და მასთან მაიმუნობას ვერავინ დაიწყებდა“, - ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია მესიანისტურ დღის წესრიგზე იყო აგებული, რასაც გიგა არ აჰყვებოდა.
„გიგა ბოკერიას თავიდან მოშორება თავისივე თანაპარტიელებს რაში სჭირდებოდათ?
- იმიტომ, რომ ყველაფერი იყო მესიანისტურ იდეაზე აწყობილი, გიგა ბოკერია კი ამ ყველაფერს ხელს შეუშლიდა, იმიტომ რომ თვლიდა ეს არის მარცხის გზა. არ აჰყვებოდა ამ ისტერიის გზას. გიგა არის პრინციპების ადამიანი და მასთან მაიმუნობას ვერავინ დაიწყებდა. მაიმუნობას ვინც აპირებს მერე გიგას მოშორებასაც გადაწყვეტს ხოლმე“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცეში“ საუბრის დროს.