წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
"დაშლილი არ არის ნაციონალური მოძრაობა?" - ჰკითხა TV-წამყვანმა, ენმ-ს დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა და პარტიის მხარდამჭერმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პალიტრანიუსის ჟურნალისტს, მერაბ მეტრეველს. მისი თქმით, ენმ-დან უნდა წავიდეს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ "ქუჩის დრო არ არის" და ახალი პარტიის მშენებლობა უნდა დაიწყოს. .
"გავიგე, რომ ეს არ არის ორდღიანი გეგმა-პროექტი და ნაციონალური მოძრაობა ასე უცებ ვერ დაინგრევა და ვერ აშენდება. ადამიანები, რომლებიც დაღლილები არიან, ყოფილი ჩინოვნიკები არიან, მიჩვეულები არიან მძღოლებით სიარულს, იქ რაღაცა კარგ ცხოვრებას და ოპოზიციაში ყოფნა უკვე "აუ, ქუჩა არა" თვლიან, მათი პროტესტი არის მხოლოდ... ჩემი საყვარელი მომენტია, ინგა გრიგოლიას ჰყავდა პეტრე ცისკარიშვილი ეთერში, პროტესტი არიო ინგა, აბა, რა არიო და ინგა გრიგოლია ძალიან გაოგნებული ეუბნება, რომ ეს პროტესტი სად არიო. და ჩვენს გულებშიო.
პოლიტიკოსი რომ ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს მის გულში, მან უნდა დაისვენოს, სახლში უნდა წავიდეს. არამარტო პეტრეს [ეხება], ადამიანებს, რომლებიც დაიღალნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის დასავლეთში კარიერის გაკეთება არის უფრო მნიშვნელოვანი, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ქუჩის დრო არ არის, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტში დებატებით ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს მოერევა, ყველა ასეთი ადამიანი უნდა წავიდეს სახლში, უამრავი ახალგაზრდა ადამიანია მოტივირებული, დაიწყონ ახალი პარტიის მშენებლობა" - ამბობს ჟორჟოლიანი.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, "ყველა თუ წავიდა, დაიშლება პარტია", ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს - "მთლად ყველაც არ წავა, ეკა ხერხეულიძე რატომ უნდა წავიდეს? ბოცოა, ლევან ბეჟაშვილია, რატომ უნდა წავიდნენ".
„ნუ, დაიწყება აქედან ახალი პარტიის მშენებლობა, ახალი სახეების და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ წელიწადში რაღაცნაირად ვნახავთ..." - თქვა TV წამყვანმა, ხოლო მერაბ მეტრეველის კითხვაზე - "დაიშლება ნაციონალური მოძრაობა?", აღნიშნა - "დაშლილი არ არის ნაციონალური მოძრაობა?". ნანუკა ჟორჟოლიანის თქმითვე, "მე არასოდეს ხმას არ მივცემ ამ შემადგენლობით".
რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ჟორჟოლიანის შეფასებით, "ნიკა მელიას იმიტომ არ ებრძვიან, რომ "შენ ბიჭო, მიშას გვერდით არ დაუდექი და რაღაცები შეგეშალა". არც ის ადამიანები არ იდგნენ მიშას გვერდით თავის დროზე. ახლა მიდის შიგნით ძალთა გადანაწილება, ეტყობა, ნიკა მელია არ აღმოჩნდა საკმარისად მონა, ეტყობა, ახლა უფრო დიდი მონაა საჭირო ადამიანების, რომლებიც დავალებებს მიიღებენ, და მერე იმ მიმართულებით ივლიან".
"ამ პარტიაში სულ დინებებია და როგორ ხდება ამ პარტიაში, ჰო? არის სხვადასხვა ჯგუფი, მოუნდება ვიღაცას ამ პარტიის დაშლა, ძალების გადანაწილება, გამოცვლა, დარჩება ის მიშას 11 აქტიური, ნამდვილი, ერთგული მეგობარი ვინც არის, იწყებენ პარტიის თავიდან... ახლაც ეგ ვითარებაა, ახლაც ეგ 11-12 კაცი მყარად დგას ისევ, მერე თავიდან დაიწყება" - თქვა ჟორჟოლიანმა.
კითხვაზე, "ვინ უნდა წავიდეს, მელია და მისი გუნდი"?, მთავარი არხის წამყვანი პასუხობს, რომ არ იცის.
"ეს უკვე მარჩიელობაა, არ ვიცი შიგნით რა მოხდება, ფაქტია, რომ მიშა გაუშვეს მაგ პარტიიდან, მორალურ გაშვებას ვგულისხმობ და ფაქტია, რომ ამ პარტიამ მიშასთვის არაფერი გააკეთა" - ამბობს ჟორჟოლიანი.