"ეს ემსახურება საზოგადოების დაზაფვრას, გაურკვევლობის სინდრომის შემოტანას" - ქადაგიშვილი სააკაშვილის "შავ სიაზე"

ქადაგიშვილი

 "ეს „შავი სიაც", რომელიც ყველაზე უფრო ფაშისტური და ბოლშევიკური ტრადიციების საუკეთესო გაგრძელებაა, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არსებული პრაქტიკის რეინკარნაციაა და ემსახურება ქვეყანაში მდგომარეობის არევას", - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრისას.

„ეს ემსახურება საზოგადოების დაზაფვრას, გაურკვევლობის სინდრომის შემოტანას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სურს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ ქვეყანა იყოს მუდმივი არასტაბილურობის მდგომარეობაში. ეს „შავი სიაც", რომელიც ყველაზე უფრო ფაშისტური და ბოლშევიკური ტრადიციების საუკეთესო გაგრძელებაა, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული პრაქტიკის რეინკარნაციაა და ემსახურება ქვეყანაში მდგომარეობის არევას. სხვათა შორის, საინტერესოა ადამიანის უფლებათა დამცველების რეაგირება ამ ე.წ. შავ სიებზე, როცა კუდიანებზე ნადირობის ეს ქრონიკა აქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტებს,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა შავი სიის შექმნას ითხოვს. მისი ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნასა და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს.