მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
1733167310
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, შეიქმნას ე.წ. „შავი სია“, მეტყველებს, რომ ეროვნული თანხმობა თუ შერიგება მხოლოდ დროებითი ხრიკი იყო.
„ეს შავი სია იქნება ძალიან მიკერძოებული და პოლიტიკური დევნის საფუძველი. სწორედ, ამ პრაქტიკას ახორციელებდნენ ისინი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე ვერ აცნობიერებენ, რომ ყველა ის პოლიტიკური ბრალეულობა, რომელთაც მათ საზოგადოება უყენებს, სწორედ მათი არასწორი ნაბიჯებიდან გამომდინარეობდა.
ამ იდეის გაჟღერებით, ის კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეროვნული თანხმობა თუ შერიგება მხოლოდ დროებითი ხრიკი იყო, რომელსაც იმისთვის მიმართეს, რომ დალაგებული სახე ეჩვენებინათ, თუმცა, საერთო სურათში, ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ძალიან აგრესიული და მავნებელი პარტიაა“, - აღნიშნავს წილოსანი.