1746733863
დიპლომატიის დედები და მამები დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ - ალუდა ღუდუშაური

„ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს ჰყავს ძირითადი ოპოზიციური ძალები, რომლებიც რადიკალიზმით და ვიწროპარტიული ინტერესით გამოირჩევიან. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რადიკალურმა ოპიზიციურმა ძალებმა ვერ მოახერხეს ვიწროპარტიულ ინტერესებს გასცდენოდნენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა..
"სამარცხვინოა, როდესაც საუბრობენ, თითქოს შეუთანხმებელ ისეთ პირობებზე, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და სინამდვილეში, ეს გახლავთ არამც და არამც, არც უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა, არამედ მათი პარტიული ამოცანა. არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ იქცევა იმდაგვარად, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან მიკედლებულ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ.
კარგად გვახსოვს მათი დიპლომატია - ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ. მათ მიერ ნამართი ქვეყანაც გვახსოვს, მათ მიერ ხელმოწერილი რეზოლუციებიც, სამარცხვინო საქციელი. ამიტომ, თავი შეიკავონ. ჩვენს გვაქვს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა მაღალი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად ვმართოთ. მათ მიერ შემოთავაზებული ვერსიები თვითონვე ეწინააღმდეგება რეზოლუციის არსს. დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც “ნაციონალური მოძრაობის” და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.