დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, თანაგუნდელებისგან განაწყენებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, სრულიად ახალ პოლიტიკური აქტორების გვერდით აღმოჩნდეს. სააკაშვილს ახალი გუნდის ჩამოყალიბებას ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე სთავაზობს, ამის შესახებ “პრაიმტაიმს“ ინფორმაციას პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი აწვდის.
როგორც ახვლედიანი აცხადებს, გუბაზ სანიკიძემ სააკაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს და მისი გადარჩენისთვის მასთან ერთად ახალი გუნდის ჩამოყალიბებაა საჭირო.
„გუბაზ სანიკიძე არის მიხეილ სააკაშვილის გამოკვეთილი მხარდამჭერი. სანიკიძე ახლა ცდილობს, სააკაშვილის ახალი გარემოცვა ჩამოაყალიბოს და ექსპრეზიდენტს ახალი პოლიტიკური ჯგუფი შესთავაზოს. სანიკიძემ სააკაშვილს უთხრა, ის გარემოცვა, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ გყავს, არაფრის მომცემია და რომ შენი პარტია აღარ არსებობს, ამიტომ გუნდი უნდა განაახლო.
გუბაზი სააკაშვილს საკუთარ თავსა და ახალ ჯგუფს სთავაზობს. საუბარია იმ ჯგუფზეც, რომელიც კიევში სააკაშვილთან იმყოფებოდა. გუბაზი სააკაშვილს ეუბნება, რომ სხვა გზა აღარ გრჩება, ამიტომ გადარჩენისთვის, ჩვენთან ერთად უნდა ჩამოაყალიბო ახალი გუნდი, რომლის საშუალებით რევოლუციას მოახდენ“, - განაცხადა ახვლედიანმა.
წავა თუ არა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი წევრებით დაკომპლექტებულ პარტიაში? - როგორც ახვლედიანი აცხადებს, სააკაშვილი იმ ჯგუფთა წავა, რომელიც მისი ციხიდან გათავისუფლების პროცესში დიდ როლს ითამაშებს.
„უნდა აღნიშნოს, რომ სააკაშვილს დიდი არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს, თუ ვის გაჰყვება. ვინც მოახერხებს ციხიდან მის გამოყვანას, იმასთან წავა და ის გახდება მისი რევოლუციური სცენარის თანაგუნდელი, თუმცა ოპოზიცია რომ ციხიდან მის დახსნას ვერ შეძლებს, ფაქტია“,- განაცხადა ახვლედიანმა.
რა გეგმები აქვს გუბაზ სანიკიძეს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად "პრაიმტაიმი" მას დაუკავშირდა, თუმცა სანიკიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ, მიხეილ სააკაშვილის გარდა, ყველა ოპოზიციონერს „ნულების პარადი“, ხოლო ექსპრეზიდენტს რეალური მებრძოლი უწოდა.
„ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, ზოგთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან - განულებული, ნულების პარადია, ჩემს თავსაც ვგულისხმობ.
ნურავის ეწყინება. დანამდვილებით ვიცი, რომ ოპოზიციიდან ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. მხოლოდ ერთი კაცია, ვინც ხელისუფლებასთან შეკრული არ არის, ეს არის სააკაშვილი, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული და მის თანამებრძოლად ვთვლი თავს“, - განაცხადა გადაცემა „რეაქციაში“ გუბაზ სანიკიძემ.