დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას აგრძელებს. როგორც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, ოპოზიციური პარტიის წევრთა უმრავლესობა პარლამენტში მუშაობის გაგრძელების მომხრეა, ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ადასტურებს.
"ყოველთვის ვიყავი პარლამენტში მუშაობის მომხრე. პარლამენტი არიას ადგილი, სადაც იჭდება პოლიტიკა და ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება არის სერიოზული შეცდომა. მე არასდროს ვყოფილვარ პარლამენტის იგნორირების მომხრე. პარტიაში აზრი მეტწილად ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენ ბოიკოტს შევწყვეტთ და ჩავერთვებით საპარლამენტო მუშაობაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება", - განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიის წევრები პარლამენტში 2021 წლის 8 ივნისს შევიდნენ, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა.