„გუბაზის პირით შეუთვალა სრულიად ოპოზიციას მიშამ, რომ არიან ნულები და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ“ - ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

„გუბაზის პირით შეუთვალა სრულიად ოპოზიციას მიშამ, რომ არიან ნულები და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ“ - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ ქადაგიძე პოლიტიკოსის გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელიც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„როგორც გაფუჭებული საათი დღე-ღამეში ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს, ხანდახან გუბაზის მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსებიც ამბობენ სიმართლეს. თუმცა აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა ეს უგვანო რას ამბობს, იმას აქვს მნიშვნელობა რატომ ამბობს.

დიდი ხანია გუბაზი პირდაპირ სააკაშვილის რუპორად არის ქცეული და მის ფიქრებს ახმოვანებს. სწორედ გუბაზის პირით შეუთვალა სრულიად ოპოზიციას მიშამ, რომ არიან ნულები და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.