„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1730740401
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ალიანსი ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს უკრაინასა და საქართველოსთან. შეხვედრის მთავარი თემა ნატო-რუსეთის საბჭოზე რუსეთთან განხილული საკითხები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მოკავშირეების ურყევი მხარდაჭერა და ალიანსში გაწევრიანებაა.
ნატოში ამბობენ, რომ ორგანიზაციის კარი ღია რჩება, მოსკოვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ ექვემდებარება განხილვას და ბუქარესტის გადაწყვეტილების რევიზია არ მოხდება. ნატო და საქართველო მადრიდის სამიტისთვის ემზადებიან, რომელზეც 2030-ის სტრატეგია უნდა მიიღონ და სადაც ასპირანტები არიან მიწვეულნი.
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ნატოსა და ევროკავშირში. არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთანაც.