დავით სერგეენკო: ვაქცინის  მომარაგებაში პრემიერ-მინისტრის დიდი დამსახურებაა

სერგეენკო

ვაქცინის  მომარაგებაში პრემიერ-მინისტრის დიდი დამსახურებაა - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება შეეხებოდა ე.წ. მწვანე პასპორტებს და არა ვაქცინას.

„რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს პანდემიის, კონკრეტულად მართვის ინსტრუმენტების შესახებ, საუბარი შეეხებოდა ე.წ. მწვანე პასპორტების მიზანშეწონილობას ამ ეტაპზე და არა საკუთრივ ვაქცინის ეფექტურობას.

ვაქცინის მომარაგებასა და პროცესში პრემიერის დიდი დამსახურებაა, როგორც პირადი მაგალითით, ასევე მისი ჩართულობით. მთლიანობაში საუბარი იყო ე.წ. მწვანე პასპორტებზე  და არა ვაქცინაზე“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.