წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ომიკრონის ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია
„რა თქმა უნდა, საფრთხე ჯერ კიდევ არის, მიუხედავად იმისა, რომ პიკი ალბათ უკვე გადავლილია, მაგრამ რისკი იმისი, რომ ის მძიმედ განვითარდეს, ისევ არის.
ყველას სიფრთხილისა და აცრისკენ მოვუწოდებთ. რეინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევაა, მაგალითად ვისაც წინა შტამი „დელტა“ ჰქონდა გადატანილი, ძალიან ბევრს დაემართა ახლა „ომიკრონის“ ვარიანტი, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, 14 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის 4028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ამირან გამყრელიძემ განამრტა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბაზაში სრული მონაცემების ატვირთვა ვერ მოხერხდა.