„ჩვენი პატარა ვარსკვლაბიჭუნა აღარ არის“ - ტრაგიკულად დაღუპულ 20 წლის ბიჭს გლოვობენ

ტრაგიკულად დაღუპულ 20 წლის ბიჭს გლოვობენ

თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის ლაზერე (ლადო) ქოქიაური.

„ჩემი ბავშვობის მეგობარი აღარ მყავს, შოკირებული ვარ, გააზრებაც მიჭირს. გუშინ გახდა 20 წლის ლადო და ახლა დღეს ცოტა ხნის წინ დაასრულა სიცოცხლე. მართლა მიჭირს გააზრებაც კი, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. საშინელ დღეში ვარ. მანქანამ გადაუჭრა გზაზე და დაარტყა. 20 წლის ლადო ქოქიაური იჯდა მოტოციკლზე, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში გარდაიცვალა. აღარ გვყავს, დამთავრდა, ჩვენი პატარა ვარსკვლაბიჭუნა აღარ არის”,- მითხრა მეგობარმა და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

„შკოდა“ ისეთ ადგილას გამოვიდა გასწრებაზე და ისე შეეჯახა მოტოციკლს, რომ ძალიან მცირე იყო იმის შანსი,ის ბიჭი გადარჩენილიყო. ამათთვის ყველაფერი შეიძლება, რადგან ჩაბურულ "შკოდაში" ზის, ყველაფრის უფლება აქვთ”, - დაწერა სოციალურ ქსელში ფაქტის თვითმხილველმა კიდევ ერთმა ადამიანმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.