იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე არ წამოდგა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა თანატოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მოკლული მოზარდი დათო ნარიმანიძეა.
მოკლული ბიჭის დეიდა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ჩემოო. როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება დეი. ავკუწავ შენზე ხელის ამწევს. ჩემო ლამაზო ბიჭოო“,- წერს დეიდა.