1765659124
დამწუხრებული ვარ დავიდ სასოლის გარდაცვალებით და საქართველოს სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს - სალომე ზურაბიშვილი
ძალიან დამწუხრებული ვარ დავიდ სასოლის გარდაცვალებით და საქართველოს სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დავიდ სასოლი ის ევროპელი ლიდერია, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპის გზის ჩამოყალილებას მის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში",- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.












