აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„აშშ ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ სიტუაციას. ყაზახეთი ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობასა და ქონების განადგურებას და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ყველა ყაზახელს ვთხოვთ, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტ სერვისის აღდგენის გზით,“ - ნათქვამია  განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.