არ დავუჯეროთ ეშმაკს, რომელიც ჩაგვჩურჩულებს, რომ არაფერი გამოვა... მთავარი ამოცანაა, ეს ყველაფერი ამ გაზაფხულზე დავასრულოთ - სააკაშვილი

სააკაშვილი

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს ყველაფერი დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველივე დიდი კამპანიური აქციების შედეგად „საპატიმროდან გათავისუფლდება“.

„ერთ-ერთი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ოპოზიციის ერთიანობაა. არ დავუჯეროთ ეშმაკს, რომელიც ჩაგვჩურჩულებს, რომ მაინც არაფერი გამოვა. საჭიროა ყველგან ყველაფრის გაპროტესტება, ყველა პოლიტიკური კუნთის ამუშავება. რა თქმა უნდა, დადგება ის დღეც, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში და მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას. პირველივე დიდი კამპანიური აქციების შედეგად მე გავთავისუფლდები საპატიმროდან. რა თქმა უნდა, ეს მშვენივრად იცის ამ რეჟიმმა. ივანიშვილი ცდილობს ჩაკლას ეს მუხტი და მანამდე მომკლას მე, რომ ციხიდან არ გამოვიდე. მერე ვერავინ გამაწყვეტინებს, როდესაც ვიდგები არა რამდენიმე ათეული მეგობრის, არამედ ერთ ადგილზე შეკრებილი ორასი ათასი ქართველის წინაშე“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.