1739342153
ალექსანდრე ტაბატაძე დროებით საგამოძიებო კომისიაზე: კომისიის თითოეულ წევრს გათავისებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც დააკისრა საზოგადოებამ
![ალექსანდრე ტაბატაძემ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა ალექსანდრე ტაბატაძემ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა](https://primetime.ge/uploads/files/2024/10/17/102107/aleqsandre-tabatadzem-veteranebs-veteranis-dghe-miulotsa_w_h.jpeg)
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კომისიის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.
მისი განცხადებით, კომისია საზოგადოების მოთხოვნით იქმნება.
„კომისიის თითოეულ წევრს გათავისებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც დააკისრა საზოგადოებამ, სწორედ საზოგადოების მოთხოვნით იქმნება აღნიშნული კომისია. იცით, რომ ეს კომისია იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება.