ოპტელი ბერების ლოცვა - წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
1738702671
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობთ, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბოლო თვეების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობა.
„ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია როგორც აქციის ძალადობრივი მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, ასევე იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საპასუხოდ იქნა გატარებული პოლიციის მიერ.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მაიკლ ო’ფლაერტის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით მზაობა გამოხატეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.