მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1791232257
ქუჩაში ნაპოვნ ჯვარს ბევრი ადამიანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ჩნდება კითხვა - შეიძლება თუ არა მისი სახლში დატოვება, ან ტარება? რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს - ამის შესახებ მღვდელი ანდრია სარია საუბრობს.
„თუ ჯვარი იპოვეთ და არ იცით, ვისია, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, ატაროთ, ან შეგიძლიათ, ეკლესიაში მიიტანოთ და იქ დატოვოთ. ან იმ ადამიანს აჩუქოთ, ვისაც არ აქვს. მეორეჯერ ამ ჯვარს კურთხევა აღარ უნდა, რადგან დაკარგულია, ნაკურთხი იქნება და ხელმეორედ აღარ სჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ გატეხილი ან დაზიანებულია, სუფთა ადგილას დამარხოთ, ან ისევ ეკლესიის მსახურებს მიუტანოთ და ისინი მოუვლიან,“ - ამბობს მოძღვარი.