დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინელი ჯარისკაცი, ევგენი ისაევი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„საბრძოლო მოქმედების ზონიდან პატარა გოგონა გამყავდა ხელში აყვანილი. უცებ, ისეთი სიტყვები გავიგონე - ყელში რაღაც გამეჩხირა და გული ისე ამიჩქარდა რომ....
მივრბივართ, ჩვენს უკან სროლებია, აფეთქებები, პატარა გოგო კი მთელი ძალით მეხუტება თავისი პაწაწინა ხელებით და მანტრასავით იმეორებს „მე შენ მიყვარხარ, უკრაინელო ჯარისკაცო! ძალიან, ძალიან მაგრად მიყვარხარ!!!
ხელში აყვანილს მოვარბენინებდი (ფეხი რომ მტკიოდა 2014 წელს მიღებული საბრძოლო ჭრილობის გამო, ისიც კი გადამავიწყდა) ის კი ტიროდა და იმეორებდა, ტიროდა და იმეორებდა „მე შენ მიყვარხარ უკრაინელო ჯარისკაცო"!...
აი, რატომ მოვიგებთ ომს!
ვერაფერს დავამატებ..."