1738742328
NASA-ს სპეციალისტებმა ასტეროიდის მტვერში ამინომჟავები და ის კომპონენტები აღმოაჩინეს, რომლებიც დნმ-შია
NASA-ს სპეციალისტებმა ასტეროიდის მტვერში ამინომჟავები და ის კომპონენტები, აღმოაჩინეს, რომლებიც დნმ-შია, - წერს CNN-ი.
„კოსმოსურ მისიას OSIRIS-Rex-ს სამეცნიერო ნაყოფი მოაქვს“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ კოსმოსურმა ხომალდმა ერთ-ერთი ასტეროიდის - ბენუს ზედაპირიდან მტვერი და ქვები მოაგროვა. მეცნიერები იმ მიგნებების შესახებ იუწყებიან, რომლებიც მათ ანალიზის შედეგად მიიღეს. კვლევამ აჩვენა, რომ ასტეროიდი ისეთი მასალისგან შედგება, როგორებიცაა ამინომჟავები და დნმ-ის კომპონენტები.
უფრო მეტიც, მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუში მარილი და მინერალები აღმოაჩინეს, რომლებიც ასევე აუცილებელია სიცოცხლისთვის. მათი თქმით, ზოგიერთი მინერალი მათ აქამდე ასტეროიდების ნაწილებში არასდროს შეხვედრიათ.
„ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ბენუს მსგავსი ასტეროიდები ოდესღაც მოქმედებდნენ, როგორც გიგანტური ქიმიური ქარხნები კოსმოსში“, - განაცხადა NASA-ს ერთ-ერთმა მეცნიერმა დენიელ გლავინმა და აღნიშნა, რომ ასტეროიდები შესაძლოა დედამიწისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელი ნედლეულის მიღების წყარო იყო.