ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს სამშვიდობო სამიტის ფარგლებში

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს სამშვიდობო სამიტის ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„თუ ეს იქნება ერთადერთი გზა, რომლის წყალობითაც შეგვიძლია უკრაინელებისთვის მშვიდობის მოტანა და ადამიანების გადარჩენა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ -მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილგანწყობილი. მე მას მტრად მივიჩნევ. და ვფიქრობ, რომ ისიც მტრად მთვლის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.