„ქართულ ოცნებას“ რამდენიმე დეპუტატი გამოეყო
1738754645
უკრაინაში მიმდინარე ომმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მილიარდობით შემოსავალი მოუტანა და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მისცა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკულ კომპანიებს აქვთ იარაღის კონტრაქტები ყველაზე მაღალი ფასებით ბოლო 50 წლის განმავლობაში, ომის შედეგად გამოწვეული დიდი მოთხოვნის გამო.
„ევროპის ყველა ქვეყანას აქვს ასეთი თხოვნა. ხალხს ეშინია. ეს არის ბევრი ფული. ამერიკულმა კომპანიებმა მილიონობით დოლარი მიიღეს ლიცენზიებითაც კი, რადგან მათ აქვთ ოფისები ევროპაში. და მე მჯერა, რომ ამ ომმა ზუსტად მოიტანა ეს, გარდა ყველაფერი ცუდისა“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდა დასავლეთის ქვეყნებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა თანამედროვე დიდი სახმელეთო ომის გამოცდილება – და არა მხოლოდ დაზვერვის დახმარებით, არამედ თავად სამხედროებისგან, რომლებიც იყენებენ ამერიკულ იარაღს.
„რომელი ამერიკული იარაღი მუშაობს, რა არ მუშაობს, რა არის ეფექტური. ჩვენ თვითონ განვავითარეთ უპილოტო თვითმფრინავები რუსული აღჭურვილობის, ენერგეტიკული ქსელების და სამხედრო მიზნების წინააღმდეგ, რაც შეერთებულ შტატებს არ ჰქონდა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.