რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა - შეჩერებულია ფრენები
1738757834
თურქეთში, ქალაქ ადანაში მამაკაცმა სავაჭრო ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიიდან 3 კილო ოქრო და 100 000 ლირა მოიპარა და პოლიციას 3 დღის განმავლობაში სავენტილაციო შახტში ემალებოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცს პოლიცია სავაჭრო ცენტრის სახურავებზე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. პირველ დღეს სამართალდამცავებმა ყველა შენობა შეამოწმეს, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, თუმცა მომხმარებლები აცხადებდნენ, რომ განაცხადეს, რომ "ჭერიდან რაღაც ხმები ესმოდათ".
მეორე დღეს, სამძებრო სამუშაოებში კინოლოგები ჩაერთნენ, თუმცა გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობითაც ვერ შეძლეს მძარცველის პოვნა. მამაკაცი პოლიციამ მხოლოდ მესამე დღეს იპოვა, როდესაც ის თვითონ გამოვიდა სამალავიდან და გაქცევა სცადა. პოლიციამ ის დააკავა.