„ერთ-ერთი კლიენტისგან დავრჩი ორსულად...“ - ტრეფიკინგის მსხვერპლი შშმ ქალის უმძიმესი ჩვენება
1739044582
სურსათის ეროვნული სააგენტო „ბაკურიანი ციდას“ წყლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით-„ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.
კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.