რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა - შეჩერებულია ფრენები
1738757834
ახლა, როდესაც გიორგი გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა, როდესაც გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ, ამას რატომ არ აკეთებენ?“, – წერს სალომე სამადაშვილი.
პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.