1739342153
უკრაინაში დეპუტატებმა პოროშენკოსთვის სანქციების დაწესების გამო უმაღლესი რადის მუშაობა შეაჩერეს
![უკრაინაში დეპუტატებმა პოროშენკოსთვის სანქციების დაწესების გამო უმაღლესი რადის მუშაობა შეაჩერეს უკრაინაში დეპუტატებმა პოროშენკოსთვის სანქციების დაწესების გამო უმაღლესი რადის მუშაობა შეაჩერეს](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111996/ukrainashi-deputatebma-poroshenkostvis-sanqtsiebis-datsesebis-gamo-umaghlesi-radis-mushaoba-sheacheres_w_h.jpeg)
უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ევროპული სოლიდარობას“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა დაბლოკეს, რის გამოც მუშაობის პროცესი შეჩერდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში უკრაინის ჰიმნი შესრულდა და წუთიერი დუმილით რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს, დეპუტატები სპიკერის ტრიბუნაზე ავიდნენ და პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ეწერა „უკრაინა რუსეთი არ არის“, „არა - პოლიტიკურ რეპრესიებს“, „არა - დიქტატურას“, „არა - ავტორიტარიზმს“, „იფიქრეთ გამარჯვებაზე, და არა არჩევნებზე“.
ამის შემდეგ რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების განცხადებით, სხდომა დღეს აღარ განახლდება.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.