წყვილი, რომელიც ქორწინების 81-ე წელს ითვლის - ყველაზე ხანგრძლივი სიყვარულის ამბავი

ხანდაზმული წყვილი

ბრიტანეთში ყველაზე ხანდაზმულმა წყვილმა ქორწინების 81-ე წლისთავი იზეიმა. რონ და ჯოის ბონდების სიყვარულის ისტორიის შესახებ BBC წერს.

რონსა და ჯოისს ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და ბაკინგემშირში 1941 წელს დაქორწინდნენ. მაშინ ნეფე 21 წლის იყო, ხოლო პატარძალი -19-ის.

მათი ქალიშვილის, ეილინის თქმით, ქორწილის დღეს წყვილს უთხრეს, რომ მათი ქორწინება დიდხანს არ გასტანდა. უკვე 81 წლის შემდეგ 102 წლის რონ ბონდმა და მისმა 100 წლის მეუღლემ დაამტკიცეს, რომ ეს მცდარი აზრი იყო.

„ჩვენს ურთიერთობაში უფროსი არ არსებობს. ორივე გავცემთ და ვიღებთ. არასოდეს გვეგონა, რომ ჩვენი ქორწინების დღიდან 81 წელს მივითვლიდით. ვიცით, რომ ძალიან გაგვიმართლა. ეს შესანიშნავი გრძნობაა“, – ამბობს ჯოის ბონდი.

„ხანდახან ცხოვრება რთულია, მაგრამ სირთულეებს ერთად ვუმკლავდებით, ერთმანეთზე ვზრუნავთ“, – ამბობს ქალბატონი.

ბრიტანეთის ყველაზე ხანდაზმულ წყვილს 2 შვილი, 3 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. შარშან, ქორწინების 80 წლის იუბილეზე მათ მისალოცი ბარათი დიდი ბრიტანეთის დედოფლისგანაც მიიღეს.