პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება, რომელიც მიმდინარე კვირას დაანონსდა, ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი და ახლა ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა.
„ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი.
კითხვაზე, რა კრიტერიუმები გადაწყვეტს, მოიგო თუ არა უკრაინამ ომი, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, რა სახის, როგორ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.