პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ძალიან შედეგიანი და კარგი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს პოლონეთში“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვიზიტის მიზანი უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარების და შესაბამისი რესურსების მობილიზება იყო.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ვიზიტი ჰქონდა პოლონეთის დედაქალაქში. ჩვენ იქ კონკრეტული მიზნით ვიყავით ჩასული, რაც გულისხმობდა უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას და შესაბამისი რესურსების მობილიზებას და ამ მიმართულებით ძალიან შედეგიანი და კონკრეტული ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერს და სწორედ ამ საკითხებზე იყო კონცენტრირებული მთლიანი ვიზიტი“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.