პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"პუტინი ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს, ის ვერასოდეს დაამარცხებს იმ დაუოკებელ შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც უკვე მოიგერიეს რუსული არმია კიევის შესასვლელთან", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდონში გამართულ, თანხის მოზიდვის ღონისძიებაზე - „მამაცი უკრაინა“ განაცხადა.
„სწორედ, ამიტომ ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა თავისუფალი იქნება და სუვერენული უკრაინა კვლავ აღდგება. ეს არის ბრძოლა თავისუფლებასა და ჩაგვრას, დემოკრატიასა და ტირანიას, დამოუკიდებლობასა და იმპერიალიზმს, სინათლესა და სიბნელეს, სიკეთესა და ბოროტებას შორის. მე ვუთხარი ვოლოდიმირს, რომ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევის გააქტიურებას მანამ, სანამ უკრაინას სურს და დასჭირდება ჩვენი დახმარება“, - განაცხადა ჯონსონმა.