ზმეინის კუნძულთან რუსულ სამხედრო გემს ცეცხლი გაუჩნდა - უკრაინული მედია

გემი

ზმეინის კუნძულთან რუსულ სამხედრო გემს  ცეცხლი გაუჩნდა. გემს უკრაინული ნეპტუნის რაკეტა მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მტრის თვითმფრინავები შავი ზღვის ამ რაიონზე დაფრინავენ, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან კი გემის დასახმარებლად სამაშველო ხომალდები მიდიან.

გემზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ინფორმაცია გემზე გაჩენილი ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელში 5 მაისს გაჩნდა.

სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ფაქტი დაადასტურა.

ამასთან, გენერალური შტაბის განახლებული მონაცემებით ირკვევა, რომ გუშინ რუსებმა კიდევ ერთი გემი/ნავი დაკარგეს.

სხვა სიახლეები