„კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის“ - 22 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებულის დედის კომენტარი

ლეილა დეკანოიძე

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მსჯავრდებულის დედამ, ლეილა დეკანოიძემ განაცხადა, რომ შვილი დამნაშავეა, თუმცა სასჯელს არ ეთანხმება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობას აღიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ განაჩენზე ჟურნალისტების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამაც იმოქმედა.

„გავასაჩივრებთ, რადგან ჩემი შვილი არ არის იმ მუხლით გასამართლებული, რაც მას ეკუთვნის. ეს არ ეკუთვნოდა, ალბათ, წლები - 20-მდე. 20 წელი მსუბუქია? ასე პუბლიკანტები რომ გახდით, იმიტომ მიუსაჯეს ჩემს შვილს. ჩემი შვილი დამნაშავეა, ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ, მეც დედა ვარ, დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს. ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

როგორ გეკადრებათ, დღესაც რომ გამოუშვან, ჩემს შვილს უკან დავაბრუნებ, მე ის დედა არ ვარ. თქვენი ბევრი ტყუილის გამოა ეს, ბევრი ტყუილი გაქვთ ნათქვამი! კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის!" - განაცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.

ინტერპრესნიუსი

✕