Politico: სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, კიევში რუსეთის წინააღმდეგ არსებული დასავლური სანქციების მოხსნას განიხილავენ

სანქციები

სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, კიევში რუსეთის წინააღმდეგ არსებული დასავლური სანქციების მოხსნას განიხილავენ. ინფორმაციას Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ სანქციების გაუქმება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილს შეიტანს, უკრაინა ამ საკითხს განიხილავს.

როგორც გამოცემასთან საუბრის დროს სანქციების პოლიტიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა, გარკვეული დროის შემდეგ, რუსეთთან უფრო მეტი ქვეყანა აწარმოებს ბიზნესს. მაღალჩინოსნის განმარტებით, ეს მხოლოდ დროის საკითხია.