VIDEO: ვფიქრობ, რომ ამ ფონდების დაყადაღება გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო და ვფიქრობ, ასევე, რომ გამოძიება ამ მიმართულებით საკმაოდ გაიწელა - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

„მე ვფიქრობ, რომ ამ ფონდების დაყადაღება გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო და მე ვფიქრობ ასევე, რომ გამოძიება ამ მიმართულებით საკმაოდ გაიწელა...“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ეს არის ძალიან ნორმალური ნაბიჯი ლეგიტიმური სახელმწიფოსათვის, როდესაც სახელმწიფოს წინააღმდეგ  ფინანსირდება საბოტაჟი და ხელი ეწყობა აგრესიას, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ რა თქმა უნდა, შესაბამისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ“ - განაცხადა სეფაშვილმა.