ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

გლოვა

ოქროს პალმის რტოს მფლობელი ბელგიელი მსახიობი, ემილი დეკენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობმა 2023 წლის ოქტომბერში მისი სიმსივნის დიაგნოზი საჯაროდ გახადა - დეკენი იშვიათი ტიპის სიმსივნეს, ადენოკარცინომის დიაგნოზს ებრძოდა.

დეკენი კინოეკრანებზე პირველად ძმები დარდენების 1999 წლის ფილმ "როზეტაში" გამოჩნდა - მის სამსახიობო კარიერაში გამორჩეულ ადგილს იკავებს კრისტოფერ განსის ფილმ "მგლების საძმოში" შესრულებული მარიან დე მორანის, ასევე ლუკას დონტის 2022 წლის ფილმ "ახლოს"-ში შესრულებული როლები.