ოკუპანტებმა ხერსონში Google-ი, Viber-ი და YouTube-ი აკრძალეს

გუგლი

ხერსონის ოლქში, რომლის თითქმის მთელი ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ჯარების კონტროლის ქვეშაა, საძიებო სისტემა Google-ზე წვდომა შეიზღუდა. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა, კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა.

„ჩემი მოთხოვნით საძიებო სისტემა Google-ი გათიშულია, ისევე როგორც YouTube-ი და Viber-ი. უკრაინის ხელისუფლება და მათი ამერიკელი კურატორები ამ სოციალურ ქსელებს იყენებენ როგორც ინფორმაციული ტერორიზმის ელემენტებს“, - აცხადებს სტრემოუსოვი.

მანამდე Google-ი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებშიც“ აიკრძალა.