1752870506
,,გოგოებს ამის გაკეთება ძალიან უყვართ… არავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ” - რისი ჩუქება არ შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის

რისი ჩუქება არ შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის - ამ თემაზე საინტერესო რჩევებს, ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ უზიარებს.
პირველი და უმნიშვნელოვანესი არის საათი - თუ გაჩუქებენ საათს, და არ გინდათ, რომ ურთიერთობა დაირღვეს, მიეცით მცირე თანხა.
გოგონებს ძალიან უყვართ ვარდები, და რომ დაჭკნება ვარდი ინახავენ, არავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ... დაჭკნება თუ არა, ეგრევე გადაყარეთ. გარდა ამისა, არ შეიძლება სუნამოს ჩუქება. აქაც თუ გაჩუქებენ, გამოსყიდვის მიზნით თანხა მიეცით.
საფულე - არასდროს ცარიელი არ აჩუქოთ ადამიანს. არ არის მიზანშეწონილი, კეცვადი საფულის ჩუქება. ფული საფულეში დაკეცილ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. თუ ფინანსების მოზიდვა გსურთ, ეს არ გააკეთოთ. და რომ მოიზიდოთ, ცოტა მარილი ჩაყარეთ.