ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ჯაიანს
1753107939
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, არპინე სარგსიანთან, რომელიც საქართველოში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის.
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ქართულ მხარესთან ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პრიორიტეტულ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და საელჩოს წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.