პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ვლასენკო აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ასახულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება რამდენიმე ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. უკრაინელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს არ აქვს ზელენკის ხელმოწერა, თუმცა, მას ადევს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბეჭედი.
დოკუმენტის მიხედვით, სიაში ოლიგარქი იგორ კოლომოისკი და უკრაინის რადას დეპუტატებიც არიან.
ამასთან, დოკუმენტში ნახსენები არიან წარმოშობით სირიელი ანას ალ-სალიამატი, ოდესაში მცხოვრები იგორ ვასილკოვსკი, ზაპოროჟიეს ოლქში მცხოვრები ოლენა ერემინა, წარმოშობით მოლდოველი, ოდესაში მცხოვრები ლარისა კოლი, დნეპრში მცხოვრები იგორ კოლომოისკი, ასევე დნეპრში მცხოვრები გენადი კორბანი, წარმოშობით უზბეკი, ოდესაში მცხოვრები ვიაჩესლავ ლიმი, კიევში მცხოვრები ვადიმ რაბინოვიჩი, წარმოშობით რუსი, ჩერნიგოვის ოლქში მცხოვრები გალინა როგოვენკო და წარმოშობით აზერბაიჯანელი, ოდესის ოლქში მცხოვრები სეიმურ ხუდუევი.
ფოტოს ასევე ეხმაურება კიევის რადას დეპუტატი ევგენი კუზმენკო.
"უკრაინის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება ხომ არ სურს? და თუ არა, რატომ?" - წერს კუზმენკო.