თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი, 270 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ განაცხადა

jon kirbi

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების გაცემის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პენტაგონის პრესმდივნმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ახალი, 270 მილიონი დოლარის პაკეტი  საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებს და ტაქტიკურ დრონებს მოიცავს.

როგორც ცნობილია, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებ სისტემას, 36 000 ერთეულ საარტილერიო ჭურვს, ჯავშანსატანკო სისტემებს და 580 ერთეულ Phoenix Ghost-ის ტიპის დრონს.

მისივე თქმით, უახლესი პაკეტით, უკრაინისადმი აშშ-ის დახმარება 8,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.