ცნობილი ხდება ვისი ესკალაცია იგეგმებოდა ბათუმის ერთ-ერთ კაზინოში - დაპირისპირების დეტალები

ბათუმი

ბათუმში თურქ „კრიმინალურ ავტორიტეტზე“  დერკან ბაშირზე ცეცხლსასროლი თავდასხმა მოხდა.

მკვლელობა წუხელ ღამით  ყოფილი „რამადას“, ამჟამად კი კაზინოდ მოქმედი ობიექტის ტერიტორიაზე მოხდა.

შავი ფერის ავტომობილიდან სავარაუდოდ თურქული კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ხუთჯერ გაისროლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სროლის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.