ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
89 წლის ასაკში გარდაიცვალა მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანსისკო ჰენტო.
ესპანელი მადრიდულ კლუბში 1953-71 წლებში თამაშობდა. საერთო ჯამში მან 600 მატჩი ჩაატარა და 182 გოლი გაიტანა.
ჰენტო ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ევროპის ჩემპიონთა თასი ექვსჯერ მოიგო.
ასევე მადრიდის „რეალში“ ის 12-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი, 1960 წელს კი საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა.
ჰენტოს „რეალთან“ ერთად 23 ტიტული აქვს მოგებული, რაც საკლუბო რეკორდია. გასულ კვირას მას ამ მაჩვენებლით ბრაზილიელი მცველი მარსელო დაეწია.