ლიმანში 5000-მდე რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული - გაიდაი

sergei gaidai

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ არხის FreeDom-ის ეთერში განაცხადა, რომ ლიმანში 5000-მდე რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ლიმანის ალყაში აღმოჩნდნენ, უკან დახევის ნებართვა ითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს.

გაიდაის თქმით, მათ მხოლოდ სამი ვარიანტი აქვთ: წავიდნენ გარღვევისკენ, დანებდნენ ან დაიხოცონ. 

მანამდე თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ  უკრაინა ხელშესახებ შედეგებს აღწევს.