პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების ქვეყნიდან გადინების პროცესი დაიწყო.
შესაბამისად, 21 სექტემბრის შემდგომ საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.
27 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მხოლოდ ბოლო 10 დღეში რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობამ 78 742 შეადგინა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომლებიც რუსეთიდან მოქალაქეების საქართველოში შემოდინებას ახლავს თან. როგორც ექსპერტი აცხადებს, ეს პროცესი დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ საფრთხეებთან.
„რუსების საქართველოში შემოდინება დაკავშირებულია, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საფრთხეებთან. მათი შემოსვლის შემდეგ, ქვეყანაში, ბუნებრივია, ეკონომიკური სურათი შეიცვლება, რადგან რუსების ფინანსური შესაძლებლობები საგრძნობლად აღემატება ქართველი ადამიანის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელს, ანუ ქვეყანაში გაძვირდება ცხოვრება, ეს უკვე დაეტყო ბინების გადასახადებსა და ტაქსის ტარიფებს.
რუსეთიდან საქართველოში გარკვეული პირები შესაბამისი ამოცანებით არიან შემოსულები, მაგალითად, კონკრეტული პირების გავლენების გაძლიერებისთვის და საკუთარ მოქალაქეებზე კონტროლის დამყარების მიზნით. რა უნდა იყოს ქართული მხარის პასუხი? აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავად ამყოფოს კონტროლ ქვეშ რუსეთიდან შემოსულების ხალხის მასა, რადგან ეს ჭრელი მასა არის ჩვენი ქვეყნისთვის,როგორც სიკეთის, ისე ხიფათის მომტანი.
როგორია რუსეთის პოზიცია ქვეყნიდან მრავალი ადამიანის გადინებაზე? - როგორც მამუკა არეშიძე აცხადებს, რუსეთისთვის სასიამოვნოა კიდეც, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი ქვეყნიდან მიდის.
„რუსეთს რომ არ მოსწონდეს ქვეყნიდან ამდენი მოქალაქის გასვლა, არ გამოუშვებდნენ. რუსეთისთვის სასიამოვნოა კიდეც, რომ გამვლელების გარკვეული ნაწილი ქვეყნიდან გადის, რადგან იქ თვლიან, რომ ეს ადამიანები ქვეყანაში შექმნიდნენ პრობლემებს აქციების სახით“,- განაცხადა არეშიძემ.
ნახეთ ვრცლად, რამდენმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა და გადაკვეთა საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან :
17 სექტემბერი 6986 – 7406;18 სექტემბერი 6606 – 6743;19 სექტემბერი 6411 – 6782;20 სექტემბერი 5603 – 6199;21 სექტემბერი 6402 – 6011;22 სექტემბერი 6150 – 6050;23 სექტემბერი 9307 – 6214;24სექტემბერი 9330 – 6249;25 სექტემბერი 11 143 – 5519;26 სექტემბერი 10 804 – 4947 ;