„6 წელი გავიდა და დავშორდი...“ - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე კოდუასთან დაშორების მიზეზებზე
1758141370
ფინური გაზის კომპანია Gasum აცხადებს, რომ ის არ გადაიხდის რუსულ გაზს რუბლებში და არ გამოიყენებს გაზპრომის მიერ შემოთავაზებულ გადახდის სქემას. ამის შესახებ CNN წერს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზპრომთან გრძელვადიანი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ახლა სადავოა და ის ახლა გაზპრომს არბიტრაჟში გადაიყვანს.
კომპანია გასული წლიდან იყო გაზპრომთან კონტრაქტის განხილვაში, თუმცა, აპრილში გაზპრომმა კომპანიას წერილი გაუგზავნა, სადაც თანხის რუბლებში გადახდას ითხოვდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების რისკს ზრდის, თუმცა სიტუაციისთვის მთავრობა ემზადებოდა.