კვირის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1789971954
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის პროცესი გაიმართა.
"ბრალდების ვერსია ეხება იმ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოსდა ლევან ახობაძემ რაღაც კონკრეტული ქმედების სანაცვლოდ მოითხოვა და მიიღო ქრთამი, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და დავაფიქსირეთ შესავალ სიტყვაში, ხაზი გავუსვით იმ კონკრეტულ გარემოებებს, რომ ბრალდების მხარე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ შეძლებს დაადასტუროს ლევან ახობაძის ბრალეულობა," - განაცხადა ადვოკატმა, დავით სიმონიამ.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს.
"მტკიცებულებები, როგორებიც არის, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებენ სასამართლოში მათი მიერ გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაციას, უშუალოდ ქრთამის აღების პროცესში ჩართული პირები, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის, წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები ვფიქრობთ, რომ დაადასტურებს გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით, სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება," - აღნიშნა პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა.
ახობაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც მოხელის მიერ სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით ფულის მოთხოვნა/მიღებას გულისხმობს.
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.