„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ქვეყანაში არავითარი ე.წ. არაბიზაცია არ მიმდინარეობს და ეს კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ გამოგონილი ცრუ ინფორმაციაა.
"არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, რომ ქართველი ხალხი აიყოლიონ ხელისუფლების წინააღმდეგ.
Eagle Hills-ი, რომელიც აშენებს საქართველოში, ასევე აშენებს ევროპის ქვეყნებში. ისინი არიან ემირატების არაბები, რომლებიც არსად არ მიდიან საცხოვრებლად. ვინაიდან, ნავთობი არის მილევადი პროდუქტი, თავიანთი თანხებით დებენ მსოფლიოს სხვადასხვა ბიზნესში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, სამთო მრეწველობაში და უძრავ ქონებაში.
პირველ 257 ბინაში, აუქციონზე გამოაქვთ, არაბებმა იყიდეს რვა ბინა, ანუ 3%, ახლა ამბობენ, დამატებით, 200 ბინაში საერთოდ აღარ უყიდიათ და, მგონი, უკვე 1%-ზე ჩამოვიდნენ, ანუ ზოგადად, არაბიზაცია, ასეთი ფაქტი არ ხდება", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.